"Recording Academy"-იმ "Grammy"-ის 2022 წლის ნომინანტები დაასახელა

18
გრემის 64-ე დაჯილდოების ნომინანტების სრული სია გამოვლინდა, მათ შორის არიან: ჯონ ბატისტი, ჯასტინ ბიბერი, H.E.R., ოლივია როდრიგო , ბილი აილიში და დოჟა ქეთი. ასევე ნომინირებულია Fleet Foxes, Arooj Aftab, Low, Japanese Breakfast, Caroline Shaw და უამრავი სხვა.
2022 წლის გრემის დაჯილდოება გაიმართება ლოს ანჯელესში 31 იანვარს. მსოფლიოს მისი ნახვა CSB-ის პირდაპირ ეთერში შეეძლება.
წლევანდელი სია პირველია მას შემდეგ, რაც  „Recording Academy“-იმ, რომელიც დაჯილდოების ორგანიზატორია, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ნომინაციის პროცესში. ცვლილებებს შორისაა “ნომინაციების განხილვის კომიტეტების” გაუქმება, იმ კატეგორიების რაოდენობის შემცირება, რომლებშიც ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, გრემის ჯილდოს ორი კატეგორიის დამატება და სხვა.
ეს ცვლილებები გასული წლების პრაქტიკის კრიტიკიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, „ნომინაციების განხილვის კომინტეტი“ უსმართლოდ ადგენდა სიას და გამარჯვებულებს. ასევე, არა ერთი შავკანიანი არტისტის აზრით (Jay-Z, Kanye west, niki minaj…), შავკანიანი შემსრულებლები შეუმჩნევლები რჩებიან “Gremmy”-ის „დიდ ოთხეულში“- ანუ  4 ყველაზე მნიშნელოვან კატეგორიაში, რომლებიც არის:  „Album of the Year“, „ Song of the Year“, „Record of the Year“ და „Best New Artist“.
ნომინანტების სრული სიის სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე.
18