გლობალური პოპ-არტისტის მასშტაბური ტურნე - "RENAISSANCE"-ი პირველ ოქტომბერს დასრულდა. ტურნემ მოიცვა ევროპის ნაწილი და აშშ-ს შტატთა უმრავლესობა. ამ პერიოდის განმავლობაში თუ თავად კონცერტზე ვერა ინტერნეტ სივრცეში მაინც შეხდვებოდით Beyoncé-ს შთამბეჭდავ პერფომანსებს.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მომღერალი დოკუმენტური ფილმის გამოქვეყნებას გეგმავს "The Renaissance World Tour"-ის შესახებ. "Deadline"-ის ცნობით არტისტმა თავის მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში ჩატარებული ორი კონცერტი სპეციალურად ფილმისთვის ასახა კამერაზე.
დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა ამ წლის 1-ელ დეკემბერს იგეგმება, თუმცა მომღერალმა დახურულ პრემიერას, 25 ნოემბერს, ბევერლი ჰილზში, სამუელ გოლდვინის თეატრში უმასპინძლა.
გასაკვირი არაა, რომ ფენომენალური პოპ-მომღერლის ღონისძიებაზე შოუ-ბიზნესის არაერთი ვარსკვავი იყო დაპატიჟებული, მათ შორის Destiny's Child-ის ყოფილი წევრები კელი როულენდი, მიშელ უილიამსი, ლატავია რობერსონი, ლეტოია ლუკეტი. საღამოს ასევე შეუერთდნენ Lizzo, ვინი ჰარლოუ, ქლოუი და ჰოლი ბეილები, კრის ჯენერი, ვანესა ბარიანტი და ა.შ.
ღონისძიების დღეს კოდი RENAISSANCE-ის ტურის ექსტრავაგანტულ ესთეტიკას ეხმიანებოდა.
გთავაზობთ ლუქებს წითელი ხალიჩიდან: