"ამ სეზონის ოტ კუტურზე მუშაობის დაწყებისას გადავწყვიტე მომეძიებინა ძველი და უჩვეულო ფერები. ვესტურმე ანტიკურ მაღაზიას, სადაც 1920-იანი და 1930-იან წლებში ნაწარმოები ლენტები აღმოვაჩინე.
ისინი ომამდე, ლიონში შეიქმნა, ომის პერიოდში კი დაიკარგა.
ეს ლენტები კოლექციაში გამოვიყენე. როცა მათ გადავაწყდი, მივხვდი რისი გაკეთებაც მინდოდა: შემექმნა ისეთი რამ, რაც ახლებურს დაემსგავსებოდა, იმიტომ რომ ძველი იყო. დავიღალე იმით, რომ თანამედროვეობას ყოველთვის სიმარტივესთან აიგივებენ." - Schiaparelli-ის შემოქმედებითი დირექტორი, დენიელ რასბერი.
დენიელ რასბერიმ Schiaparelli-ს ოტ კუტურ კოლექცია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგინა. გიზიარებთ შთამბეჭდავ ლუქებს.