'Smells Like Teen Spirit' ფოტო-პროქეტი ბრაზილიის ახალგაზრდულ კულტურაზე

12
ამანდა ადასი ბრაზილიელი ფოტოგრაფი და კრეატიული დირექტორია, ის ცნობილია პორტრეტული ფოტოგრაფიის გამოყენებით ვისცერული ისტორიების დოკუმენტაციისთვის,  ფართო სპექტრში. მისი და სტილისტ, ჯულიანა სანტოსის ახალი პროექტის "Smells Like Teen Spirit"-ის მიზანი ბრაზილიის ახალგაზრდული კულტურის ინტიმური სახის წარმოჩენაა. 
ფოტო სერია ასახავს ახალგაზრდების ყოველდღიურ ყოფას, გვაჩვენებს თუ როგორ გამოხატავენ ისინი თავიანთ თავს საკუთარ სოციუმში. 
"Smells Like Teen Spirit" წარმოადგენს ინტიმურ ხედვას ახალგაზრდული კულტურის სხვადასხვა ასპექტებში, როგორიცაა სიყვარული, ნარკოტიკები, რომანტიკა მეგობრობა... ახალი პროექტი არის წარსული ნამუშევრის "სუბკულტურული ახალგაზრდობის" ერთგვარი გაგრძელება. აქ აღბეჭდილი ადამიანები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ერთმანეთს ავსებენ" - განაცხადა ამანდა ადასმა.
"Smells Like Teen Spirit"-ში მოდა თითოეული სუბიექტის შემოქმედებითი ხედვის ანარეკლია - ახალგაზრდები აღბეჭდილნი არიან პანკისგან შთაგონებულ ტანსაცმელსა და ექსპერიმენტულ მაკიჟში. 
ფოტოგრაფის მთავარი მიზანი შემოქმედებითი აზროვნების და თვიტგამოხატვის წახალისებაა. 
12