Someone Is Stirring I ბექა საყვარელიძე

9
20 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ბექა საყვარელიძის პერსონალური გამოფენა - "ვიღაცა ურევს"
გამოფენა „ვიღაცა ურევს“ არის მხატვრის დამოკიდებულების დემონსტრირება სტაგნაციისა და სამყაროში ძალების იმგვარი გადანაწილების მიმართ, სადაც მასას გამოყოფილი ინდივიდები ხშირ შემთხვევაში "ამრევებად" იწოდებიან. ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ერთმანეთის მიმბაძველობით გამოწვეულ სიყალბეში ყოველთვის გარიყულები რჩებიან ისინი, ვისაც ჰყოფნით გამბედაობა, ჰქონდეთ საკუთარი აზრი, ისინი, რომლებსაც გააზრებულად ან უნებლიეთ ერთგვაროვნებისა და ერთფეროვნების, სტატიურობისა და მონოტონურობის რღვევის სურვილი უჩნდებათ. მხატვრის ინტერესი პერსონების მიმართ მათი ღრმა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მისეული ხედვისა და დამოკიდებულების ჩვენება გამოფენის კონცეფციის თანმდევი ხაზია. მისი სურვილია, გამოფენამ მიანიშნოს პროცესზე, სადაც მთავარი ადამიანია, მაგრამ გარშემო არსებული კლიშეები და ქაოსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მძიმე ფსიქოლოგიურ დრამად გადაიქცევა იწვევს მოჩვენებით მდგრადობას, ყველაფერი არსებითი კარგავს მნიშვნელობას და მდორედ ერევა ხელოვნურად შექმნილ წესრიგს.
"ოთახი" - 2020 წელი
"დღეს დილით ადრე ავდექი. როგორც ყოველთვის, სამსახურში წავედი. ზოგადად, მსახურება არ მჩვევია, ისე, უბრალოდ, მარტივად რომ გაგარკვიოთ. შესვენების დროს ვსვამ ჩაის, ლიმონით მიყვარს... ჩავიარეთ სარდაფის კიბის ოთხი საფეხური, შევუკვეთეთ ჩაი და ამ დროს ფარდულიდან გამოგვძახა მაღაზიის მეპატრონემ: -"ერთი წუთით, შეიძლება?" -"გისმენთ", და შევედით. ეტყობოდა, გუშინდელი ნამთვრალევი იყო. გამოიტანა ერთი ბოთლი ვითომ მშრალი ღვინო. დავლიეთ სულ რაღაც ხუთი ჭიქა და მერე... დამ, დამ, დამ, დამ, დამ, ტარა რა, ტარარამ, ტამ..." - ბექა საყვარელიძე
Source: საქართველოს ეროვნულ მუზეუმი
9