Sounds Of Brazil I Mutant Radio

9
Mutant Radio-ს საინტერესო და მრავალფუნცქიური სივრცე პერმანენტულად აორგანიზებს მუსიკალურ მარათონებსა და ე.წ.  სოლიდარობის აქციებს, სადაც სხვადასხვა კულტურაზე და მათ მუსიკაზე კეთდება აქცენტი. 
ტრადიცია გრძელდება, ამჯერად Mutant Radio ბრაზილიურ თავგადასავალში გელით.
8-9 ივლისს ქართველი მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივი, "Dancing On Architecture", Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში წარმოგიდგენთ 20 საათიან მუსიკალურ ღონისძიებას, სახელწოდებით "Sounds Of Brazil". ორივე დღის განმავლობაში Mutant Radio-ს სივრცე დაეთმობა ბრაზილიურ მუსიკას, განსხვავებულ მუსიკალურ სტილებს, ეპოქებსა და ქალაქების შესაბამის ჟღერადობებს.
ტერიტორიაზე შემოსასვლელად საჭირო იქნება ფინანსური სოლიდარობის კონტრიბუციის გაღება 10 ლარის ოდენობით, საღამოდან შეგროვებული თანხა კი სრულიად გადაირიცხება საჭიროების მქონე ბავშვთა დასახმარებლად საქართველოში.
თანხა უნდა იქონიოთ ქეშად.
9