SpaceX-ის Falcon 9-ის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა

3
SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც Starlink-ის სატელიტები არასწორ ორბიტაზე განლაგდნენ 🚀 💥
✦ SpaceX-მა 11 ივლისს, ხუთშაბათს, კალიფორნიიდან დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის ინტერნეტ სატელიტების კიდევ ერთი ჯგუფი გაუშვა.
როგორც წესი, ასეთი გაშვებები უპრობლემოა, თუმცა ამჯერად Falcon 9-ის მეორე სართულის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა.
ეს მოხდა მაშინ, როდესაც რაკეტამ ბოლოჯერ დაიწყო ძრავის გამოყენება, რათა ორბიტაზე ასულიყო და ამავდროულად, ძრავაზე შეინიშნება ყინულის უჩვეულო დაგროვება.
ამ ყოველივეს შედეგი კი, რაკეტის მიერ, Starlink-ის სატელიტების არასწორ ორბიტაზე გატანაა.
სატელიტები განლაგდნენ, თუმცა შესაძლოა პერიგეა (ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე ახლოა დედამიწასთან) არ იყოს საკმარისად მაღალი, რათა მოწყობილობებმა ორბიტაზე, საბოლოო დანიშნულების ადგილზე, ასვლა შეძლონ.
სხვა დეტალები და შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამ 2-წუთიან ვიდეოში ვხედავთ იმ მომენტს, როდესაც ყინულმა დაგროვება დაიწყო.
3