სამხრეთ კორეელი ვარსკვლავი განაგრძობს თავის აღმავალ კარიერას და აზიიდან Entertaiment-ის ტრადიციულ სამშობლოში აგრძელებს მოღვაწეობას.
"Squid Game"-მა მისი ყველა მონაწილის, შემოქმედის და თავად კორეული კულტურის პოპულარობა ფუნდამენტურად განსაზღვრა, ის გახლავთ ჰიტი სერიალი, რომელმაც მაყურებელთა სენსაციური რაოდენობა ჰყავს. განსაკუთრებული წარმატება იუნგ ჰო-იონს ერგო, რომელმაც მიმდინარე თვეს "SAG Awards"-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა სერიალში ნათამაშები როლისთვის.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით ის ოფიციალურად უერთდება ალფონსო კუარონის მომავალ "Apple TV"-ის მიერ წარმოებულ თრილერ სერიალს - "Disclaimer".
სერიალი ეფუძვნება რენე ნაითის ამავე სახელწოდების რომანს, სადაც იუნგი "ამბიციური, შრომისმოყვარე და სიამოვნების მოყვარული" პერსონაჟია. მასთან ერთად "Disclaimer"-ის ქასთში ქეით ბლანშეტი, კევინ კლაინი, საშა ბარონ კოენი და კოდი სმიტ-მაკფიც იქნებიან.
ჯერ-ჯერობით თრეილერი და გამოსვლის თარიღი გამოქვეყნებული არ არის.