STAR WARS-ული კოსმოსური ხომალდი გასაშვებად ემზადება

7
Dream Chaser-ი კოსმოსში გასაფრენად ემზადება 🚀
✦ კომპანია Sierra Space-ის კოსმოსური ხომალდი, რომელიც თითქოს "ვარსკვლავური ომებიდანაა" რეალობაში გადმოტანილი, ემზადება ასაფრენად.
ხომალდის კორპუსი, რომლის სიგრძეც 10 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 5 მეტრამდე, ისეა დამზადებული, რომ ტვირთის გადაზიდვა შეძლოს, როგორც დაბალ ორბიტაზე, ასევე უკან, დედამიწაზე.
ამავდროულად, შეინარჩუნოს სამგზავრო თვითმფრინავის მსგავსად ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე დაშვების შესაძლებლობა.
Futurism-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი გაშვება იქნება ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობების შესამოწმებლად, "სიერა სფეისი" უკვე მუშაობს ამ ხომალდით ასტრონავტების ტრანსპორტირებაზე.
"სიერამ" კონტრაქტი უკვე გააფორმა "ნასასთან", რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 7 მისია შესრულდება.
თითოეული მისია მხოლოდ ტვირთის გადაზიდვას გულისხმობს.
7