Starring Georgia: აგვისტოში, საქართველოში მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება

8
'Starring Georgia' უახლესი კამოპანიაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ და Black Sea Arena-მ წამოიწყო. პროექტის მიზანია ქვეყანა მრავალმხრივ განავითაროს, გახადოს მიმზიდველი ტურისტული მხარე, გააუმჯობესოს მისი ეკონომიკა და განავითაროს კულტურულად. 
კამპანიის ფარგლებში, აგვისტოში, საქართველოში არა ერთი მასშტაბური ღონისძიება დაიგეგმა, რომელიც ჩატარდება როგორც Black Sea Arena-ზე, ბათუმში, ასევე სხვადასხვა ლოკაციებზეც. 
მუსიკალური კონცერტების განრიგი შემდეგნაირია: 
"Nile Rodgers & Chic" - Black Sea Arena, 5 აგვისტო 
"FKJ" - Black Sea Arena, 6 აგვისტო
"Damian Lazarus" - The Social Space, 10 აგვისტო
"The Killers" - Black Sea Arena, 15 აგვისტო
"All Day I Dream" - The Social Space, 18 აგვისტო
"Imagine Dragons" - Mikheil Meskhi Stadium, 31 აგვისტო
ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან, bsa.ge-ზე დაიწყება.
8