STARSHIP-ის მესამე სატესტო ფრენა 14 მარტს არის დაგეგმილი

3
122 მეტრი სიმაღლის მეგა-რაკეტის მესამე ორბიტალური საცდელი ფრენა 14 მარტს არის დაგეგმილი 🚀
✦ ამასობაში, კაცობრიობის უმძლავერსი კოსმოსური ხომალდის მესამედ ტესტირების დროც მოვიდა.
SpaceX მზად არის თავისი რაკეტის, Starship-ის, მესამე ორბიტალური ტესტირების დასაწყებად, რომელიც ხუთშაბათს, 14 მარტს, შედგება და ამ პროცესის ნახვა პირდაპირ ეთერშიც იქნება შესაძლებელი, როგორც წინა ორი.
122 მეტრი სიმაღლის ეს უზარმაზარი რაკეტა ორი სართულისგან შედგება.
პირველი გახლავთ უჟანგავი ფოლადის, მრავალჯერადი გამოყენების ზედა ნაწილი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც "Starship-ი" და მეორე არის სუპერ მძიმე გამაძლიერებელი.
"სთარშიფი" ამჟამად ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რაც კი ოდესმე აშენებულა ადამიანის მიერ.
მისი მიზანია დაეხმაროს ასტრონავტებს ჯერ მთვარეზე მოგზაურობაში, შემდეგ კი მარსზე.
ხომალდის გაშვების პირდაპირი ეთერი დაიწყება, ჩვენი დროით, 15:30-ზე, ხოლო უშუალოდ გაშვება ჩანიშნულია 16:00 საათზე, 14 მარტს.
პირდაპირ ეთერს (ორიგინალში) იხილავთ "მომავლის პოსტზეც".
იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ "ლაივი", შეგიძლიათ ბმულზე გადახვიდეთ და "going" ან "interested" ღილაკებზე დაჭერით ჩაინიშნოთ იგი (დაწყებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას).
3