Starship-ის წარმატება

5
მხოლოდ ამ წელს, "სთარშიფის" 6 საცდელი ფრენაა დაგეგმილი, ასე რომ შეცდომების გამოსწორებისთვის საკმარისი დრო და შესაძლებლობაა 🚀
✦ პირველ რიგში, კოსმოსისა და ტექნოლოგიების მოყვარულებსა და გულშემატკივრებს გილოცავთ ამ დიდწილად წარმატებულ დღეს, ეს მართლაც შესანიშნავი საცდელი ფრენა იყო.
Starship-ი და მისი გამაძლიერებელი კოსმოსში წარმატებით აფრინდნენ და წარმატებითვე დაასრულეს ამ ცდის ძირითადი მისიები.
ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა, თუმცა არცერთი კომპონენტი აფეთქებულა და წინა ორი მცდელობის მაჩვენებლებიც საგრძნობლად გაუმჯობესდა.

• რა ვიხილეთ დღეს?👇🏼

კოსმოსური ხომალდი დედამიწის დაბალ ორბიტაზე თავისივე გამაძლიერებელმა გაიყვანა, რის შემდეგაც გამაძლიერებელი ჩამოშორდა "სთარშიფს" და დედამიწაზე დაბრუნდა, "სთარშიფმა" კი განაგრძო გზა.
გეგმის მიხედვით, "სთარშიფმა" თავისი ექვსივე ძრავი აამუშავა და დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა ორბიტაზე.
ასევე, გეგმის მიხედვით, გახსნა და დახურა ტვირთის სივრცის კარებიც, საიდანაც მომავალში სატელიტები გამოთავისუფლდებიან კოსმოსში.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ქმედება აქამდე არც ერთი მცდელობისას შეუსრულებია.
მის ბორტზე ასევე იყო ტონობით საწვავი, რომლის ტრანსფერიც წარმატებით განახორციელა, ამან კი ხაზი გაუსვა მის შესაძლებლობას, რომ თავისუფლად შეუძლია მეორე "სთარშიფის" საწვავით მომარაგება კოსმოსშივე.
ასევე, პირველად და წარმატებით აამუშავა თავისი სარაკეტო ძრავი კოსმოსის ვაკუუმში.

• რა დაემართა ხომალდს?

მხოლოდ ის ვიცით, რომ ხომალდი ინდოეთის ოკეანის თავზე განადგურდა, თუმცა რატომ, ჯერჯერობით, არ ვიცით.
ცოტა ხნით ადრე, ხომალდი ვერტიკალურ პოზიციაში წარმატებით გადავიდა და ატმოსფეროში შემოსვლაც დაიწყო, ამ პროცესს ვხედავდით პირდაპირ ეთერშიც.
შემოსვლის პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, მაკონტროლებელმა გუნდმა ხომალდთან კავშირი დაკარგა, არ მიიღებოდა ტელემეტრიული მონაცემებიც.
მრავალ წუთიანი სიჩუმის შემდეგ, გუნდმა მესამე საცდელი ფრენის მისია დახურულად გამოაცხადა და თქვა, რომ "სთარშიფი" ინდოეთის ოკეანის თავზე განადგურდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად "სთარშიფიც" და მისი გამაძლიერებელიც მრავალჯერ გამოყენებადი მოწყობილობები არიან, SpaceX არ გეგმავდა მათ შეკეთებას ფრენის მესამე ცდის შემდეგ.
ჯამში, დღევანდელი დღე საკმაოდ წარმატებული იყო.
ილონ მასკმა თქვა, რომ წელს "სთარშიფის" 6 სატესტო ფრენაა დაგეგმილი, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ კაცობრიობის უმძლავრესი კოსმოსური ხომალდი მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს.
5