SpaceX-მა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა კიდევ ერთხელ გაუშვა 🚀
• კოსმოსური ხომალდი წარმატებით აფრინდა გამშვები პლატფორმიდან, რის შემდეგაც მალევე გამოეყო პირველ სართულს (ამაჩქარებელს/ბუსტერს).
მაგრამ, როდესაც ხომალდი საკუთარი ძრავების ამუშავებაზე გადავიდა და აამუშავა კიდეც, კოსმოსურ ხომალდთან კავშირი გაწყდა, რაც, სავარაუდოდ, ხომალდის აფეთქების გამო მოხდა.
რაც შეეხება ამაჩქარებელს (რაკეტის პირველი სართული), იგი პირველი სართულიდან გამოყოფის შემდეგ აფეთქდა.
SpaceX-მა თქვა, რომ მოულოდნელი არ იყო გამოყოფის შემდეგ ამაჩქარებლის განადგურება.
სატესტო გაშვება ტეხასიდან განხორციელდა, შაბათს, საქართველოს დროით 17:00 საათზე.
ეს იყო SpaceX-ს მეორე მცდელობა.