თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა ბრუნდება!
ევროპისა და აზიის სახელოვნებო სცენებისათვის უკვე კარგად ნაცნობი ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში, 11-14 აპრილს გაიმართება.
TAF 2024-ზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.
რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა უკვე მეოთხედ მოუყრის თავს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენების გარდა, ბაზრობის ფარგლებში იგეგმება პერფორმანსები, ვორქშოპები, TAF TALKS, TAF KIDS | SOLO KIDS, TAF | SOLO HOBBY და სხვა ტიპის აქტივობები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და მსოფლიო არტსცენებს შორის თანამშრომლობის წახალისებას ისახავს მიზნად.
ბაზრობა 11 აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება.
სამუშაო საათები:
11 აპრილი - 17:00 - 20:00
12 აპრილი - 12:00-20:00
13 აპრილი - 12:00-20:00
14 აპრილი - 12:00-20:00
Tbilisi Art Fair-ის გენერალური სპონსორია SOLO.