TBILISI ETHNO FEST 2024

7
11, 12 და 13 ოქტომბერს ExpoGeorgia-ში გაიმართება თბილისის ეთნო ფესტივალი. 
ETHNO FEST-ი სამი დღის განმავლობაში ერთ სივრცეში თავს უყრის 150-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ოსტატსა და დიზაინერს. სამიტი აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, საჯარო პრეზენტაციებს, მასტერკლასებს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას.
ეთნოფესტზე შესაძლებლობა გეძლევათ გაიცნოთ როგორც ცნობილი, ასევე, ახალგაზრდა დამწყები დიზაინერები; შეიძინოთ რეწვისა და დიზაინის ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენლების ხელნაკეთი ნამუშევრები. 
"ეთნოფესტი", ასევე, გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ გამორჩეული ოსტატების მასტერკლასებში.
გამოფენა ღიაა 11:00 – 20:00 საათამდე, დასწრება თავისუფალია.
7