Tbilisi Newcomers 2023 I Final Live Show

11
28 მაისს, Elektrowerk-ში Tbilisi Newcomers 2023-ის დასკვნითი ეტაპი, ფინალური ლაივ შოუ გაიმართება.
კონცერტზე გაირკვევა თუ ვინ გახდა Best Newcomer 2023, რომელიც მსმენელთა წინაშე 23 ივნისს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე წარდგება - ორ რჩეულ არტისტს Tbilisi Open Air-ი 23 და 25 ივნისს Singer Stage-ზე უმასპინძლებს. 
შემსრულებელთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 
დათო ჯიქიძე, ვია 19, Stuttter, SALLO, Lucaroi, Skyress, Will Kolak, Enforcement, Anuka in Anmanland, Cinema Cinema. 
Tbilisi Newcomers საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან, Tbilisi Open Air-თან ერთად დაიწოყო 2009 წელს. პროექტის მიზანია ახალბედა ბენდების და მუსიკოსების, ასევე ახალი მუსიკალური პროექტების წახალისება და ხელის შეწყობა. Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული ყოველთვის ხდება კავკასიის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air-ი 23, 24, 25 ივნისს უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება.
11