Tbilisi Open Air 2023, Line Up

12
რამდენიმე საათის წინ, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფესტივალის, 'Tbilisi Open Air'-ის Line Up-ი გამოქვეყნდა. 
გამომსვლელებს შორის არიან მსოფლიო ვარსკვლავები: ტომ ოდელი, რეჯი სნოუ, Imany, როკ ჯგუფი - KALEO და ჯგუგი - 'MODERAT'-ი. 
მათ შეუერთდებიან ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქართველი შემსრულებლები - თამადა, ჯგუფები - "არა", "Bedford Falls", "4D Monster Lobsters" და ა.შ.
როგორც "Tbilisi Open Air"-ის ორგანიზატორები განმარტავენ, ფესტივალის განმსაზღვრელი იდეა თავისუფლებაა:
"ეს არის თავისუფლება სტრესისგან, კლიშეებისგან, სოციალური კონტროლისგან, შექმნა, გამოხატვა, განცდა, რაც თითოეული ჩვენგანის, როგორც ინდივიდის, ფასეული უფლებაა"
ამ იდეას Tbilisi Open Air-ი უკვე მე-14 წელია ემსახურება. 
#MusicBreaksFree
გთავაზობთ შემსრულებელთა სრულ სიას: 
ღონისძიება 24-25-26 ივნისს ლისზე, თბილისის რეკრეაციულ ზონაში გაიმართება. ფესტივალი სტუმრებს 4 სხვადასხვა სივრცეში უმასპინძლებს.
ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ Tkt.ge-ზე. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში მოქმედებს ე.წ "Early Bird" კალათა, რომელიც სამ დღიან აბონიმენტს საუკეთესო ფასად სთავაზობს მყიდველს. 
12