The Blaze in Georgia | June 7 - Ciskari Garden

5
7 ივნისს, MONO HALL-ის ორგანიზებით, Ciskari Garden-ში - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული, ელექტრონული მუსიკის ფრანგული დოუ - The Blaze დაუკრავს. მათთან ერთად კი საცეკვაო მუსიკის ჟღერადობების სამყაროში, მეგზურობას გაგვიწევს, საინტერესო ქართველი არტისტები: BREATHDUB, Ucha და Jino Dollini.
The Blaze - Guillaume და Jonathan Alric-ის მიერ შექმნილი ელექტრონული მუსიკის დუოა, რომლებიც ცნობილი ასევე მათი კინომატოფრაფიული ვიდეოებით გახდნენ, კერძოდ კი აღსანიშნავია მათ მიერ შექმნილი სადებიუტო ვიდეო სახელწოდებით "Virile, ", რომელმაც UK Music Video Award (UKMVA) ტიტული მოიპოვა და საუკეთესო ალტერნატიული ვიდეოს ნომინაციაში გაიმარჯვა 2016 წელს.
The Blaze-ის შემოქმედება ხასიათდება უნიკალური და საინტერესო ჟღერადობების სინთეზით, რაც მათ მუსიკალურ ხელწერას კიდევ უფრო საინტერესოს და დასამახსოვრებელს ხდის მსმენელისთვის. The Blaze-ს ტურნეს ფარგლებში შეხვდებით ისეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფესტივალების სცენებზე, როგორიც არის: Coachella, Primavera Sound, the Roskilde Festival, Lollapalooza, Pitchfork Paris, Parklife, Lovebox.
------
22:00 - BREATHDUB
01:00 - Ucha
03:00 - The Blaze (Dj Set)
05:00 - Jino Dollini
------
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
📍 ლოკაცია: Ciskari Garden
5