'The Idol'-ი პირველი სეზონის შემდეგ გაუქმნდა

9
ვარსკვლავური ქასთით დაკომპლექტებული სერილი უკვე რამდემიმე თვეა ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად ტრიალებს. ახალ შოუში, რომელზეც "Euphoria"-ს შემქნელებმა იმუშავეს, მთავარ როლებს Weeknd-ი და ლილი როუზ დეპი ასრულებენ.
გახმაურებული სერიალი ახალგაზრდა პოპ-კერპის შესახებ გვიყვება, რომელიც ფსიქოლოგიური პრობლემების შემდეგ დიდ ეკრანს უბრუნდება, ამაში კი ვიქენდის სახასიათო პერსონაჟი- ტედროსი ეხმარებ.  
კონტრავერსიულ შეხედულებებს და კრიტიკას გამოშვების დღიდან იმსახურებს 'The Idol'-ი, მაგრამ ეს თავისმხრივ პროექტის ცნობადობასაც ზრდიდა. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით შოუს პირველი სეზონი 6 სერიიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის მე-5 სერიით დასრულდა - ამ და სხვა გარემოებებმა პრესაში მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ სერიალი დასრულებისთის იყო განწირული, თუმცა მაშინ 'The Idol'-ის შემენელებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. 
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც სერიალის მეროე სეზონი აღარ გამოვა. 
აღსანიშნავია, რომ კრიტიკის მთავარი მიზეზი სიუჟეტის პროვოკაციული განვითარება და პერსონაჟები გახდლათ, განსაკუთრებით კი The Weeknd -ის მიერ შესრულებულმა ტედროსმა. 
"The Idol-ი HBO-ს ყველაზე პოპულარული და ორიგინალური შოუ იყო და ძალიან მადლიერები ვართ აუდიტორიის დიდი გამოხმაურებით. ბევრი ფიქრისა და განხილვის შემდეგ, HBO-მ, ისევე როგორც შემქმნელებმა და პროდიუსერებმა, გადაწყვიტეს, რომ შოუ შეწყდეს."
9