The Last of Us-ის დებიუტი მიმდინარე წლის დასაწყისში HBO Max- ზე შედგა. პოსტ-აპოკალიფსურმა დრამამ გამოსვილსთანავე დიდი ყურადღება დაიმსახურა - პრემიერის დღეს მაყურებელთა რიცხვმა 5 მილიონი შეადგინა.
სერიალი ამავე სახელწოდების ვიდეო თამაშის ინსპირაციით Naughty Dog-ისა და Sony-ს თანამშრომლობით შეიქმნა.
რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობი, რომ გამხაურებული შოუს მეორე სეზონი 2025 წელს გამოქვეყნდება. Variety-ის ცნობით, The Last of Us-ის წარმოება 12 თებერვალს განახლდება და მისი სცენარი სავარუდოდ Last of Us Part II ვიდეო თამაშის მიხედვით განვითარდება.