The Power of NO: Forbes Woman Georgia-ის და TBC-ის სამიტი

8
შაბათს,  22 აპრილს, 12 საათზე "Stamba Hotel"-ში, Forbes Woman Georgia და TBC-ის სამიტი ჩატარდება. The Power of NO მიზნად ისახავს, როგორც დამწყებ და ახალგაზრდა, ასევე, უკვე შემდგარ პროფესიონალებს გააცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ქალის პროფესიული ბიოგრაფია და დამსწრე საზოგადოება დააფიქროს წინააღმდეგობების გააზრებისა და გადალახვის მათ მაგალითებზე.
"რსებობს ფრაზები, რომლებსაც ხშირად ავტომატურად მოსდევს წარუმატებლობის განცდა და ფიქრი. ჩვენი სპიკერები გაგიზიარებენ საკუთარი “არა”-ს ისტორიას, რომელიც სულ სხვაგვარად ვითარდება. ამ ისტორიებს კი ერთადერთი რამ აერთიანებს: მათ დაბრკოლებები შესაძლებლობებად აქციეს." - Forbes Woman Georgia.
ქალისა და კაცის პროფესიული განვითარების გზა ერთმანეთისგან მრავალი ასპექტით განსხვავდება. ჩვენ, “The Power of No”-ს ორგანიზატორებმა, ფოკუსი სტრუქტურულ და კულტურულ ბარიერებზე შევაჩერეთ, რომლებიც მთელ მსოფლიოში გენდერულად სპეციფიურია და კარიერის თვალსაზრისით ქალის წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.
"The Power of No" - წამოწყებით ადამიანების ავთენტურსა და ცოცხალ ისტორიებს შეიკრიბება, თეორიულ ჩარჩოში გაანალიზდება, ცნებით კატეგორიებად ითარგმნება და ცოდნად იქცევა.
"მონაწილეები ცოდნას ინტერაქციულად, საველე პირობებში იღებენ. ქალის და ზოგადად, ადამიანის განვითარების ეროვნული დისკურსი რამდენიმე ასეული ადამიანის შემოქმედებითი თანაავტორობით იგება" - სამიტის კურატორი, თამარ თანდაშვილი.
სპიკერები: 
▪︎ ცირა კემულარია - TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი
▪︎ მერი ჩაჩანიძე - "თიბისი კაპიტალი"-ს მმართველი დირექტორი
▪︎ ანა ნაკაშიძე - "AzerTelecom"-ის აღმასრულებელი დირექტორი
▪︎ ანა აგლაძე - "Tag&Match" დამფუძნებელი
▪︎ ირინე ხუნდაძე - "Munchies by food goddess"-ს დამფუძნებელი
▪︎ ნინო ზამბახიძე - ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე
▪︎ თინათინ რუხაძე - "ACT Global"-ის დამფუძნებელი
▪︎ შორენა დარჩიაშვილი - "თეთრი კვადრატი"-ს აღმასრულებელი დირექტორი
▪︎ ეკატერინე ზღულაძე - "Sciences Po Psia"-ს ლექტორი
▪︎ ნათია ჩიკვილაძე - "აჭარა ჯგუფი"-ს რესტორნების და ბარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი
▪︎ ანა აბაშიძე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
▪︎ ქეთევან დევდარიანი - სცენარისტი
▪︎ ნინო ენუქიძე - "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი"-ს რექტორი
▪︎ თამარ გრძელიძე - თეოლოგი
▪︎ ანანო დოლაბერიძე - ფაბერის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი
▪︎ მარიამ კარკალაია - "თეგეტა ჰოლდინგის" მარკეტინგის დირექტორი
▪︎ რუსუდან კემულარია - ინსპექტორები საზღვრების გარეშე სამდივნოს ხელმძღვანელი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)
▪︎ სოფო ბალავაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
8