Tom Ford-ი „House of Gucci”-ის შესახებ

20
დიზაინერი ტომ ფორდი 1994-2004 წლებში გუჩის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახლდათ, ეს ზუსტად ის პერიოდია, რომელსაც უახლესი  ფილმი „House of Gucci” აღწერს.
როგორც, ჩანს ისტორიის ნამდვილი მომსწრე, მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ გადაღებული ფილმით კმაყოფილი არ არის.
„ფილმი იყო... არც კი ვიცი რა იყო, კინოთეატრიდან გამოსულს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქარიშხალში გამოვიარე. ბევრჯერ ხმამაღლაც გამეცინა..“ წერს Tom Ford-ი
მისი თქმით ალ პაჩინოს და ჯარედ ლეტოს შესრულების ყურებისას თავი ‘Saturday Night Live’-ზე ეგონა.
მათგან განსხვავებით ლედი გაგას ფილმის ვარკვლავი უწოდა,
ჯარედ ლეტო Paolo Gucci-ის როლში
აღსანიშნავია, რომ ტომ ფორდთან ერთად, თავად გუჩის ოჯახის წევრებიც არ არიან კმაყოფილები ისტორიის Ridley Scott-ისეული ვერსიით. მათთვის ყველაზე მტკივნეული გუჩის სახლის მმართველი Aldo Gucci-ის აღწერა და ოჯახის წევრების, როგორც უცოდინარ და უგრძნობ ადამიანებად წარმოჩენა იყო.  
20