USAID-სა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

4
5 აპრილს USAID-სა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
🇬🇪 USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ შეაჯამა საქართველოში დეცენტრალიზაციის წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, მიმოიხილა მიმდინარე პარტნიორებთან ერთად მიღწეული შედეგები და წარადგინა ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტები.ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დეცენტრალიზაციის ექსპერტები.
ღონისძიება გახსნეს USAID საქართველოს მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა, პარლამენტის წევრმა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა.მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, დეცენტრალიზაციის შემდგომი წინსვლის პროცესში.
„მოხარული ვართ, რომ დღეს, ოფიციალურად ვიწყებთ თანამშრომლობას დამატებით 11 მუნიციპალიტეტთან. შედეგად, მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით, 28-ამდე გაიზარდა. ჩვენი ადგილობრივი მმართველობის პროგრამა, ეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარი მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენაში და უფრო მაღალი ხარისხის საჯარო სერვისების მიწოდებაში, რაც აუმჯობესებს საქართველოში ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას,“ აღნიშნა USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა,USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დღიდან USAID-მა 1,9 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა, რაც მიზნად ისახავს ეფექტური და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუციების შექმნას; გაუმჯობესებულ განათლებას, ჯანდაცვას და სხვა საჯარო სერვისებს; ეკონომიკას, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და კეთილდღეობას მოსახლეობისთვის; ასევე მოქალაქეებზე ორიენტირებულ დემოკრატიულ პროცესებს. ამჟამად, USAID 40 პროგრამას ახორციელებს: ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, განათლების, დემოკრატიული მმართველობის და მრავალი სხვა მიმართულებით. ყველა პროგრამა საქართველოს შიდა პრიორიტეტების საფუძველზე ირჩევა და მიზნად ისახავს ქვეყანის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის გაძლიერებას, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში.
სამწუხაროდ ქართული ოცნება განაგრძობს ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და შეგნებულად უქმნის პრობლემას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას საქართველოსადმი.
USAID და სხვა დასავლური, დემოკრატიის მშენებლობისკენ მიმართული ორგანიზაციები, რუსული კანონის მიღების შემდგომ აღმოჩნდებიან უცხოური გავლენის მქონე აგენტები, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს დასავლური სიკეთეების შემოსვლას საქართველოში.ყველამ ერთად, გაერთიანებული ძალებით უნდა შევუშალოთ ხელი რუსული კანონის მიღებას, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია.
არა რუსულ კანონს!-ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
4