კიდევ ერთი დასამახსოვრებელი შოუ Versace-სგან

9
როგორც წესი, იტალიური მოდის სახლი, არამარტო შექმნილი დიზაინებით, არამედ მოდის ჩვენებებითაც იწონებს ხოლმე თავს. Versace-ს საკოლექციო ჩვენებები ყოველთვის დახუნძლულია ინდუსტრიის ტოპ მოდელებითა და გავლენიანი სტუმრებით. 
არც ეს სეზონი გახლდათ გამონაკლისი. თუ აქამდე არ იცოდით გეტყვით, რომ იტალიაში მილანის მოდის კვირეული მიმდინარეობს. დიზაინერები ამ პერიოდში 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარადგენენ. აქვე გეტყვით, რომ ხვალიდან ღონისძიებათა სერია მოდის ინდუსტრიის კიდევ ერთ ცენტრში, პარიზში გადაინაცვლებს. 
ამ სეზონზე Versace-მ 60-იანებით ინსპირირებული კოლექცია წარადგინა. სამოსთა ნაწილი შთაგონებული იყო მოდის სახლის დამფუძნებლისა და  ყოფილი შემოქმედებითი დირექტორის, ჯიანი ვერსაჩეს დიზაინებიდან.  
როგორც აღვნიშნე, შოუზე ტოპ მოდელები წარსდგნენ, თანამედროვე საახების გარდა დონატელამ განსაკუთრებული მოწვევით 90-იანების სუპერ მოდელი, კლაუდია შიფერი დააბრუნა ბილიკზე. 
გთავაზობთ ლუქებს შოუდან: 
9