Versace 2024 წლის შემოდგომის კოლექციის წარდგენა

9
მიმდინარე პერიოდში, მოდის ერთ-ერთ დედაქალაქში, მილანის მოდის კვირეულია. ე.წ. "მოდის თვის" ფარგლებში მოდის სახლებმა 2024 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო კოლექციები წარადგინეს როგორც პარიზში, ისევე ნიუ-იორკში და ახლა უკვე მილანში. 
იტალიური მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და კაშკაშა ბრენდი Versace-ეა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ 2024-ის საშემოდგომო Ready to Wear კოლექცია წარადგინა. კოსტიუმები ბევრად მინიმალისტურად გამოიყურებოდა, ვიდრე ვერსაჩეს ტრადიციული ექსტრავაგანტული სტილი. 
დონატელა ვერსაჩე ყოველთვის ცდილობს კავშირი არ დაკარგოს წარსულთან და ინსპირაციებს ყოველთვის ეძებს ჯიანი ვერსაჩეს მიერ შექმნილ კოლექციებში. მათ შორის ამ ჩვენებაზე, კოსტიუმებს ამშენედა დახვეწილი, თეთრი მერცხლის კუდისმგსავი საყელოები, რომელიც გადმოღებულია 1993 წლის Atelier Versace-ს ჩვენებიდან. 
გთავაზობთ ლუქებს: 
9