"Victoria's Secret"-მა თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობით მსოფლიო სილამაზის სტანდარტები შექმნა. ბრენდის ყველ "ანგელოზი" უნაკლო სხეულისა და ნაკვთების პატრონი უნდა ყოფილიყო, თუმცა დროთა განმავლობაში სამყარო თანდათან მივიდა იმ იდეამდე, რომ მხოლოდ მაღალი და გამხდარი ტანი, გამოყვანილი წელი, სქელი ტალღოვანი თქმა და კურნოსა ცხვირი არ შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებულად და ამ ყველაფრის მიღამა დარჩენილ გოგონებსაც აქვთ თავიანთი სილამაზე.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ მსგავსი "ფასადური სილამაზე" დღეს ღირებული აღარ არის. დღევანდელი ტენდენციები მოგვიწოდებს, რომ დავაფასოთ ბუნებრივობა, შინაარსი და საკუთარი სხეული შევიყვაროთ, ისეთი, როგორიც არის.
წლების განმავლიბაში ნაშენებმა იმპერიამ და მისმა ყველა პრინციპმა ზემოდხსენებულ ტენდენციებს ფეხი ვერ აუწყო, შესაბამისად ნელ-ნელა ბრენდი გაკოტრებისკენ წავიდა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წელს, "Victoria's Secret"-მა რებრენდინგი დაიწყო - რადიკალურად შეცვალა საზოგადოებასთან ურთიერთობის "Tone of voice", აჰყვა ტენდენციებს, კამპანიებში გამოაჩინა "Plus Size" მოდელები და სულ სხვა ენაზე ალაპარაკდა.
მათ კამპანიებში ანგელოზების ნაცვლად გამოჩნენ ქალბატონები, რომლებიც ცნოილები არიან თავიანთი მოღვაწეობით, მიღწევებით და არა პროპორციებით.
ეს თანამედროვე, პროგრესული ტონი ბრენდს თანდათან აბრუნებს ბიზნესში და სწორად აპოზიციონირებს.
მათი უახლესი კამპანია, კი ყველაზე მასშტაბური გახლავთ, რომელიც რებრედინგის დაწყების შემდეგ შეუქმნიათ. ახალ კამპანიაში კოლექციის ამბასადორებად ყველასთვის ნაცნობი, საკულტო სახეები და VS-ის შეუცვლელი ანგელოზები გამოჩდნენ. ისეთები, როგორებიც არიან ნაომი კემბელი, ადრიანა ლიმა, ჟიზელი, ქენდის სვეინპოლი. ორიგინალ ანგელოზებს დაემატა რამდენიმე თანამედროვე სუპერ მოდელი, მაგალითად ჰეილი ბიბერი, ადუთ აკეჩი, ემილი რატაკოვსკი და ა.შ.
გთავაზობთ ფოტოებს, რომლებმაც ინტერნეტ სივრცე მოიცვა: