ამ ნაცრისფერ ქალაქში ყოველი გაზაფხული განსაკუთრებულია.ცივი და მტკივნეული ზამთრის შემდეგ თითქოს თავიდან დაბადებას გრძნობს ადამიანი.სეირნობისას ვათვალიერებ იისფერ მდელოებს.თვალს ვერ ვწყვეტ, ისეთი ლამაზია, ისე უხდება არე-მარეს გაშლილი იების გუნდი.ყოველი ფეხის ნაბიჯზე მხვდება, თავს მახსენებს, ისე, თითქოს ოდესმე დამვიწყებოდა მისი არსებობა.დე, აი დღეს უკვე გაზაფხულია გარეთ, შენ რომ დატოვე ის.
გაზაფხულია გარეთ, ვოცნებობ რომ აქ იყო, ჩემთან.ფანჯრების მიღმა წვიმს, ვფიქრობ როგორ უნდა დავრჩე აქ, როგორ უნდა გავძლო.ალბათ ისევ ისე როგორც ადრე.შვება ხომ არსაიდან არ ჩანს ამ დროს.
როგორი უცნაური დღეა.ვერ გეხები, ვერ გეფერები და ვერ გკოცნი.დედის დღეს, სანთლის ანთება მიწევს შავ მიწაზე, უკვე მეცხრედ.
მეცხრედ გეფერები დედამიწიდან ზეცაში, ცაში აწვდენილი ხელებით.
ჩემი ძველი წერილები ვნახე, თურმე ბებო ინახავდა.გწერ რომ მენატრები და დაბრუნდე, დედის დღეს სასწაული მოახდინო და დამიბრუნდე.
ალბათ როგორ გელოდი იმ დღეს...
სულ ისე დაგელოდები გპირდები, არასოდეს დავკარგავ იმედს რომ კიდევ მოხვალ.
ვიცი რომ ვერასდროს ვეღარ შევხვდებით აქ.მაგრამ მე ყოველ დედის დღეს აგინთებ სანთელს და მოგიტან იებს.არასოდეს დამავიწყდები, არასოდეს დამავიწყდება რომ მე მყავდა დედა, დედა რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა, მყარად დგომის ძალა მომცა და მერე გამიფრინდა.მაგრამ მარტო მაინც არ დამტოვა და ყოველი გაზაფხულის მოსვლას მახარებს, ეზოში ყველა ყვავილს ასწრებს გაფურჩქვნას და მანიშნებს რომ ჩემთანაა.
დაგელოდები...
დაველოდები იმ დღეს როცა შენ გამიღებ კარს.
უსასრულოდ დაგელოდები...
დე, გაზაფხულია გარეთ, შენ რომ დატოვე ის.
სულ მინდოდა მეთქვა, რომ გაუფრთხილდით დედებს და იმ ადამინებს ვინც გგონიათ რომ უკვდავია.
ძალიან გაუფრთხილდით, ძალიან.
ბევრი აკოცეთ და მოეფერეთ, მათთვის ხომ ეს სიცოცხლის ელექსირია.⭐️