VOYAGER 1 სიცოცხლეს უბრუნდება

5
"ვოიაჯერმა", არ ვნებდებიო ✊🏼⚡
✦ გასული წლის ბოლოს, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Voyager 1-მა, რომელიც თითქმის 50 წლის წინ გაეშვა კოსმოსში, დედამიწაზე უაზრო შეტყობინებების გადმოგზავნა დაიწყო.
თუმცა, Nasa-ზე დაყრდნობით Futurism-ი იტყობინება, რომ "ვოიაჯერის" გუნდმა დააფიქსირა სიცოცხლის ნიშანი სიგნალის სახით, რომელიც აღმოჩნდა კოსმოსური ხომალდის საფრენი მონაცემების ქვესისტემის მეხსიერების ანათვალი (საბორტო კომპიუტერისა, რომელიც ამზადებს მონაცემების პაკეტებს დედამიწაზე გადმოსაგზავნად).
ნუ, მიღებული მონაცემები არ ყოფილა სათანადო ფორმატში, მაგრამ რაღაც მაინც იყო.
ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გარანტიები, ეს ხომალდის კვლავ გააქტიურების იმედისმომცემი ნიშანია, რაც ვოიაჯერ 1-ს საშუალებას მისცემს განაგრძოს თავისი მისია კიდევ ათწლეულების განმავლობაში.
ახლა, ინჟინრები არკვევენ არის თუ არა რაიმე შეუსაბამობა წინა მონაცემებსა და ახალ მონაცემებს შორის, რომელმაც შესაძლოა ახსნას, თუ რატომ იქცეოდა კოსმოსური ხომალდი ასე უცნაურად.
[იხილეთ წინა სტატია]
უძველესი კოსმოსური ხომალდი არაერთხელ აღმოჩენილა მძიმე ვითარებაში:
ჰქონია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე დაბინძურებული ძრავები, გარდა ამისა, თითქმის ფატალური პროგრამული ხარვეზები, თუმცა, როგორც ხედავთ, კვლავ ცდილობს დარჩეს კავშირზე დედამიწასთან.
5