Willow Project: მიმდინარე კვირის ყველაზე განხილვადი სიახლე

10
13 მარტს ბაიდენის ადმინისტრაციამ საკამათო პროექტი - "Willow Project"-ი დაამტკიცა ალიასკაში. 
Willow Project არის ნავთობის საბურღი საწარმო, ნავთობის ეროვნულ რეზერვში- ალასკას ჩრდილოეთ ფერდობზე, რომელიც ეკუთვნის ფედერალურ მთავრობას. ტერიტორია, სადაც პროექტი იგეგმება, ინახავს 600 მილიონ ბარელ ნავთობს, რომლის წარმოებასაც დაახლოებითბ ათწლეული დასჭირდება. 
ადმინისტრაციის შეფასებით პროექტი წელიწადში 9, 2 მილიონ ტონა ნავთობს გამოიმუშავებს. 
Willow Project-ის დამტკიცება, ალიასკის ორპარტიული კონგრესის დელეგაციისა და მშობლიური ტომების ერთგვარი გამარჯვება გახლდათ, რომლებიც მიესალმნენ ბურღვის წამოწყებას, როგორც რეგიონში შემოსავლისა და სამუშაო ადგილების ძალიან საჭირო ახალ წყაროს.
სამწუხაროდ კლიმატის დამცველები იგივენაირად არ უყურებენ ამ საკითხს. მათი აზრით ეს ნაბიჯი სავალალოდ დააზიანებს გარემოს და ალიასკის მკვიდრთა ჯანმრთელობას. 
ბაიდენის გადაწყვეტილებამ საპროტესტო აქტივიზმი გამოიწვია, როგორც ინტერნეტ სივრცეში, ისევე თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიებზე. გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები პროექტს სასამართლოში გაასაჩივრებენ. 
"პროექტები პირდაპირ ძირს უთხრის ახალ სუფთა ეკონომიკას, რომლის განვითარებაზე პასუხისმგებელი ბაიდენის ადმინისტრაციაა, ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტს ესმის კლიმატის ეგზისტენციალური საფრთხე, მაგრამ ის ამტკიცებს პროექტს, რომლებიც მის დასახულ მიზნებს პირდაპირ ეწინააღმდეგება" - განაცხადეს აქტივისტებმა. 
10