WINDOWS-ის ყველასათვის ცნობილი გამოსახულება რეალური ფოტოა

5
მიიჩნეოდა, რომ გამოსახულება კომპიუტერული გრაფიკა იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალური ფოტოა 😀
✦ როდესაც საუბარია ყველა დროის ყველაზე ცნობილ სურათებზე, ალბათ მხოლოდ რამდენიმე გვახსენდება:
ნუ, მონა ლიზა, მთვარიდან დანახული დედამიწის ამოსვლა ან მკრთალი ლურჯი წერტილი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს სურათები საკმაოდ ცნობილია, ისინი არ გახლავთ ყველაზე ნახვადი.
"ვინდოუსი" ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემაა და მას მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იყენებს, შესაბამისად ძირითადი სტანდარტული ფონური გამოსახულებები, რომლებიც მას ახლავს, ყველაზე ნახვადია.
გახსოვთ, საკულტო სურათი, რომელშიც ვხედავთ გაშლილ ხედს ხასხასა მწვანე ბალახზე, გორაკზე და ოდნავ მოღრუბლულ ცაზე?
ეს ადგილი რეალურად არსებობს, შესაბამისად ფოტო რეალურია და არა კომპიუტერული გრაფიკა.
ცხადია, ამაში წარმოუდგენელი არაფერია, რასაც ვერ ვიტყვით "ვინდოუსის" კიდევ ერთ ყველაზე ნახვად გამოსახულებაზე, რომელიც, ეჭვი მაქვს, ყველას კომპიუტერული გრაფიკა ჰგონია და ნამდვილად ვერავის დავადანაშაულებთ.
მოკლედ, Unilad-ის თანახმად, ოთხად გაყოფილი ფანჯარა, რომელიც კომპანიის საფირმო ნიშანია და, რომლიდანაც ლურჯი სინათლე სვეტებად იფანტება ირგვლივ არსებულ წყვდიადში, რეალური ფოტოა, პრაქტიკული ეფექტებით.
ეს ინსტალაცია შექმნა დიზაინერმა და რეჟისორმა ბრედლი მანკოვიცმა, რომელმაც ოთხად გაყოფილი ფანჯრის ჩარჩო განათავსა შავი ფარდებით დახურულ სტუდიაში და შემდეგ სხვადასხვანაირად მიმართა მისკენ ცისფერი ლაზერები.
უამრავი მიღებული სურათიდან შეირჩა საუკეთესო და ის მრავალი წელია ჩვენ წინაშეა.
კადრს მიღმა ვიდეო ნახეთ აქ.
5