Wine Fests I Georgia

6
მევენახეობა-მეღვინეობისა და უხვმოსავლიანობის, ქართული უნიკალური კულტურის, ღვინის თვე, ძველქართულად ღვინობის თვე, გვიახლოვდება. ამ პერიოდის მთავარი მოვლენა რთველი და ღვინოსთან დაკავშირებული აქტივობებია. გთავაზობთ რამდენიმე ღონისძიებას, რომელიც მეღვინეობის კულტურას ეხმიანება.

კარდანახის ღვინის ფესტივალი

ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში, კერძოდ სოფელ კარდანახში, რომელიც ტრადიციული ღვინოებისათვის საუკეთესო ადგილად მოიაზრება. თქვენ საშუალება მოგეცემათ გასინჯოთ და დააგემოვნოთ ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
▪ ფესტივალის მიზანია, კარდანახის ღვინისა და ადგილწარმოშობის ღვინოების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა. უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და გაცნობა.
▪ ღონისძიება გაიმართება გურჯაანის რაიონ სოფ. კარდანახში, 5 ოქტომბერს შაბათს დილის 12:00 საათიდან 21:00 საათამდე.
სტუმრებს საშუალება მოგეცემათ მონაწილეობა მიიღოთ:
- ყურძნის დაწურვაში
- ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში
- ჩურჩხლის ამოვლებაში
- კახური შოთის გამოცხობაში
- მწვადის შეწვაში
- სხვადასხვა მასტერკლასებსა და აქტივობებში
ღონისძიება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით.
▪ მასპინძელი  ღვინის კომპანია "კარდანახი 1888". ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა!

ღვინის დეგუსტაცია

რესპუბლიკა 24-ში 2024 წლის საინტერესო აქტივობები გრძელდება!
შეგიძლიათ შეუერთდეთ ღვინის დეგუსტაციას, სადაც დააგემოვნებთ წინანდლის მამულის ღვინოს და ქართულ წასახემსებლებს, სომელიე კი ღვინის შესახებ საინტერესო ისტორიებს მოგიყვებათ. 

ქართული ღვინის ფესტივალი • Georgian Wine Festival

ქართული ღვინის ფესტივალი 2024 , , მეიდან ჯგუფთან’’ ერთად, უკვე მეექვსედ გიმასპინძლებთ.
ტრადიციულად, ამ დღეს, ქართული გემოები, არომატები , ხმები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ასობით ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მარნები სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ.
გარდა ღვინისა, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ქართული, ტრადიციული პროდუქცია: პური, ჩურჩხელა, ჩირი, ყველი, თაფლი და სხვა. ფესტივალი მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას;
ქართული ღვინის ფესტივალზე მოსული სტუმრები მაღალი ხარისხის პროდუქტის დაგემოვნებასა და მათთვის უცნობი ღვინის სახეობისა, თუ ახალი მეწარმეების აღმოჩენას შეძლებენ.
ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით.
ქართული ღვინის ფესტივალი, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და სასიამოვნო განწყობას გპირდებათ.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება.
დასწრება თავისუფალია!
6