Wining…

15

ნონა გაფრინდაშვილი: „თუ რამე იყო მოსაგები, ყველაფერი მოგებული მაქვს“

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები; მსოფლიოს საჭადრაკოოლიმპიადების 11-გზისგამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;
პირველი საჭადრაკო ოსკარისმფლობელი - 1983 წელი;
ევროპის საჭადრაკო კავშირისუმაღლესი საჭადრაკო ჯილდო'ოქროს პაიკის' მფლობელი, საქართველოს ოლიმპიურიკომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები;
მხოლოდ ეს ჰქონდა დარჩენილი და ესეც მოიგო❣️❣️❣️
📌 მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტაზე - სასამართლო დავა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი, მინისერიალ The Queen’s Gambit-ის ერთ-ერთი მონაკვეთის გამო გასული წლის სექტემბერში შეიტანა.
გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალის ფინალს, კერძოდ კი მის შესახებ ამ მონაკვეთში გაჟღერებულ მცდარ ინფორმაციას უკავშირდება. კომენტატორი მატჩის მსვლელობისას, რომელსაც გაფრინდაშვილის პერსონაჟიც ესწრება, ჰარმონის შესახებ შემდეგ ფრაზას ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის შესახებ მისი სქესია. თუმცა ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონია და არასდროს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ“.
🥇🏆🥇🏆🥇🏆🥇🏆🥇🏆
ვულოცავთ ქალბატონ ნონას ამ გამარჯვებას ❤️❤️❤️
15