"Elvis"-ის ვარსკვლავი თანამედროვე საზოგადოებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი და მიმზიდველი სახეა ჰოლივუდში. სწორედ ოსტინ ბატლერი იქცა YSL Beauty-ის ახალ ამბასადორად და ბრენდის ახალი სუნამოს სარეკლამო რგოლშიც გამოჩნდა.
YSL-ის MYSLF- სუნამო, როგორც შემქნელები განმარტავენ, YSL-ის მიზანი ფემინურობასა და მასკულინურობას შორის სტერეოტიპული კედლის დანგრევაა. სუნამო თანამედროვე მამაკაცის საინტერესო ნიუანსებს უსვამს ხაზს. მასში იხსნება ბერგამოტის ინტენსიურად სუფთა და ცოცხალი არომატი და ერწყმის ფორთოხლის ყვავილის სურნელს.