ZEG I ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

9
თბილისი ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალ ZEG-ს კვლავ უმასპიმძლებს. ფესტივალი 21-23 ივნისს ჩატარდება და მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს.
სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაუზიარებენ მსმენელებს.
ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვთ მსოფლიოში, თუ პირად საქმიანობაში მომხდარი გამორჩეული, ყველაზე საინტერესო ამბები. 
წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებს 90-მდე უცხოელი სტუმარი, მათ შორის არიან: მერვე ემრე, ცნობილი მწერალი და The New Yorker-ის კრიტიკოსი; მოლი კრაბაპლი, არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყო ნომინირებული; გარი შტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაო ნგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; პეკა კალიონიემი, სოციალური მედიისა და დეზინფორმაციის ექსპერტი, ცნობილი თავისი რუბრიკით Byline Times-ში; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; ადამ პინკუსი, Emmy-ს, Webby-ს, Cannes Lion-ის და სხვა უამრავი ჯილდოს მფლობელი კინოპროდიუსერი და კრეატიული ხელმძღვანელი.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ბმულზე: tkt.ge
9