ZEG Tbilisi Storytelling Festival - ამ ტიპის პირველი საერთაშორისო ღონისძიება კავკასიაში. Impact Hub Tbilisi-ისა და არაკომერციული ნიუსრუმის Coda Story-ის მიერ დაარსებული ფესტივალი აერთიანებს წამყვან პროფესიონალებსა და მოაზროვნეებს თითქმის ყველა ინდუსტრიიდან, რათა გაერკვნენ, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ ნარატივები მომავლისთვის.
ფესტივალი, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისში 8 ივნისიდან 10 ივნისამდე გაიმართება.
ZEG Tbilisi Storytelling Festival- ი მოიცავს „საუბრების“ სესიებს, პანელ დისკუსიებს, ფილმების ჩვენებას, სპექტაკლებს, ქსელურ ღონისძიებებს, ვორქშოპებს, სასეირნო ტურებს და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ სპიკერების შემადგენლობა ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია, ამჟამინდელი ინფორმაციით ის შემდეგ ადამიანებს მოიცავს: მარია რესა - ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, არმანდო იანუჩი - სატირიკოსი მწერალი (The Death of Stalin), ადამ ნეუჰაუსი, კლაუდია მილნი - CBS News-ის ვიცე პრეზიდენტი, ფედონ პაპამიქაელი აკადემიის ჯილდოსა და BAFTA-ს ნომინანტი კინემატოგრაფი (ცნობილი ნამუშევარი - "Ford v Ferrari"), სარა ნატოჩენი - Pokemon-ის გამხმოვანებელი და ჯო საბია - "Vogue's 73 Questions"-ის ავტორი.
2023 წელს ZEG-ი ასევე ითანამშრომლებს ევროპის პრესის პრიზთან - European Press Prize, ამ თანამშრომლობის ფარგლებში ის უმასპინძლებს ევროპის პრესის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ
tkt.ge-ზე.