ვერავის წარმოედგინა და ვერც ვერვინ ბედავდა "ლურჯა ცხენების" ავტორის მიერ გადადგმული ნაბიჯის ჩვეულებრივი, მიწიერი საზომით განსჯას. ჯადოსნური სიტყვების მაგიური ზემოქმედებით მონუსხულ მკითხველს მართლაც სჯეროდა, რომ მისი ცხოვრების გზა "სიზმარი და შორეული ცის სილაჟვარდე" იყო. სიზმარში კი ვინ ჩაერეოდა, მითუმეტეს, რომ თავად იმუქრებოდასავით: "მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს"-ო.
მშვიდობით სიკვდილისათვის აჩქარებულო, როგორ არ იცოდი, რომ სიკვდილი შენ ვერ მოგერეოდა?!“ და ვერც მოერია: დღეს ყველა აღიარებს პოეტების მეფეს.
თვითმხილველები ყვებიან, - კუბოში მწოლიარე თავისი ნამდვილი სახით წარმოგვიდგაო. რაღაც, საოცრად დიდებულად, მეფურად გამოიყურებოდა თურმე.ნოდარ დუმბაძე ამბობდა
სინამდვილეში აი რა მოხდა:
გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში."