ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ხანგრძლივი მშრალი სეზონები, გლობალური დათბობა და ტყის ჩეხვა, შესაძლოა ტროპიკული ტყე გარდამტეხ წერტილამდე მიიყვანოს. 😐
ახალი კვლევის მიხედვით, ამაზონის ტროპიკულმა ტყემ მალე შეიძლება მიაღწიოს გარდამტეხ წერტილს და ამაში ადამიანს დიდი წვლილი მიუძღვის.
2050 წლისთვის, გლობალური დათბობა და ტყეების განადგურება, გაჩეხვა, ტროპიკულ ტყეს ნაწილობრივ ან, უარეს შემთხვევაში, ტოტალურ კოლაფსამდე მიიყვანს.
» „ჩვენ ვუახლოვდებით პოტენციურად ფართომასშტაბიან გარდამტეხ წერტილს და მასთან შეიძლება იმაზე ახლოს ვიყოთ, ვიდრე ადრე გვეგონა“, - განუცხადა Agence France-Presse-ს კვლევის წამყვანმა ავტორმა ბერნარდო ფლორესმა.
ამ დასკვნამდე მისასვლელად, მკვლევრებმა მონაცემები კომპიუტერული მოდელებიდან და წარსული დაკვირვებებიდან მიიღეს, რათა დაედგინათ მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყეების ხუთი ძირითადი სტრესული ფაქტორი: გლობალური დათბობა, წლიური ნალექი, წვიმების სეზონურობის ინტენსივობა, მშრალი სეზონის ხანგრძლივობა და ტყეების განადგურება.
შემდეგ მათ გააანალიზეს ეს სტრეს-ფაქტორები, რათა დაედგინათ, თუ სად შეიძლება იყოს მათი ინდივიდუალური ზღვარი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლოკალური, რეგიონალური ან სრული კოლაფსი, და რომელ მომენტში შეიძლება გაერთიანდნენ ისინი და შექმნან "გარდამტეხი მომენტი", სადაც მცირე სტრესმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დრამატული ცვლილება ეკოსისტემაში.
მკვლევრების შეფასებით, 2050 წლისთვის ამაზონის ტროპიკული ტყის 10-დან 47 პროცენტამდე იქნება საკმარისი და კომპლექსური სტრესის ქვეშ, რათა მოხდეს „ეკოსისტემის მოულოდნელი ცვლილებები და პოტენციურად გაძლიერდეს რეგიონალური კლიმატის ცვლილება“.
ამაზონის ხეების უზარმაზარი ტერიტორიები მოქმედებენ, როგორც ნახშირბადის "მშთანთქმელი დანადგარი", რომელიც გავლენას ახდენს კლიმატზე გლობალური მასშტაბით, ამიტომ ცუდი შედეგები მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის არ იქნება.
აგრეთვე, გაჩეხვისა და კლიმატის ცვლილების გამო, ტროპიკულმა ტყემ შესაძლოა უფრო მეტი ნახშირბადი გამოყოს, ვიდრე შთანთქოს, რაც 2021 წლის კვლევამაც აჩვენა და თქვა, რომ ეს თეორია შესაძლოა ერთ დღეს რეალობად იქცეს.