ამერიკელი პიონერი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და სიმღერების ავტორი - ქუინსი კონსი, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
მისი პუბლიცისტის განცხადებით, მუსიკოსი, 3 ნოემბერს, საკუთარ სახლში ლოს-ანჯელესში, ბელ ეარის რაიონში, გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.
ლეგენდარული ქუინსი ჯონსი 28 გრემის მფლობელი გახლდათ და 7 ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი, ფრენკ სინატრა, კონტ ბეი, სელინ დიონი, ჯაზის ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც არიან დიუკ ელინგტონი, ქაუნთ ბეისი და დინა ვაშინგტონთან და ა.შ.
ჯონსის კარიერა 1950 წლებში, ამერიკული ჯაზ კლუბებიდან იწყება. 1956 წელს გახდა დიზი გილესპის ბენდის წევრი, რომელთან ერთადაც შემოიარა ევროპა. პარალელურად გახდა ხმისჩამწერი კომპანია Mercury Records-ის ფრანგული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
მუსიკოსი შემოქმედებას ეკუთვნის არაერთი ფილმის მუსიკა, მათ შორის: The Pawnbroker (1965), In the Heat of the Night (1967), In Cold Blood (1967), The Italian Job (1969), The Wiz (1978), and The Color Purple (1985). შეუდარებელი საუნდტრეკებისთვის ჯონსმა 1997 წელს, მინისერიალ Root-ზე მუშაობისთვის Emmy-ის, ხოლო 2016 წელს, მიუზიკლ "The Color Purple" მუშაობისთვის Tony-ის ჯილდოები მოიპოვა.
გიზიარებთ კომპოზიტორის საოცარი შემოქმედების რამდნეიმე ნიმუშს:
Quincy Jones – "Boo’s Blues" (1957)
Ray Charles – "One Mint Julep" (1961)
Dinah Washington – "Mad about the Boy" (1961)
Quincy Jones – "Soul Bossa Nova" (1962)
Lesley Gore, "It’s My Party" (1963)