არ გამოსატოვებელი სავსემთვარეობა!

6
არ გამოსატოვებელი სავსემთვარეობა! 🤩🌕
27 ნოემბერს, დედამიწის ბუნებრივი ლამპიონი განსაკუთრებით ლამაზი იქნება. 😍
ხვალ, ახედეთ ცას 18:46 საათის შემდეგ, რა დროსაც სავსე მთვარე დაიწყებს "ამოსვლას".
• სახელწოდება "თახვების მთვარის" წარმომავლობა:
ნოემბერი არის თვე, როდესაც თახვები მოსალოდნელი სიცივისთვის მზადებას იწყებენ.
აშენებენ სახლებს და აგროვებენ საკვებს.
შესაძლოა, ამიტომაც დაარქვეს ჩრდილოამერიკელმა ინდიელებმა მთვარეს ამ ცხოველების სახელი.
კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი ის არის, რომ მონადირეები ამ თვეში ტრადიციულად აწყობენ ხაფანგებს მათ მოსანადირებლად.
ცნობისთვის, შემდეგი "თახვების მთვარე" 2024 წლის 15 ნოემბერს იქნება.
6