არა სიძულვილს… არა კაცთ კვლას…

12
დღეს ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეა. ეს არის დღე, რომელიც ნათელი მაგალითია იმის, თუ რა შედეგი შეიძლება მიიღოს კაცობრიობამ თუ სიძულვილი და სხვადასხვა ნიშნით ადამიანების დევნა არ შეწყდება.
ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს ყოველთვის ბევრი ემოცია ახლავს თან. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ე.წ. ჯოჯოხეთის კარიბჭეს, აუშვიცის ან სხვა საკონცენტრაციო ბანაკს თავი დააღწიეს. ეს ადამიანები ფიზიკურად გადარჩნენ, თუმცა ცხოვრობენ მძიმე მოგონებებით, წარსულით, რომელიც როგორც თავად ამბობენ, მოსვენებას ძილშიც არ აძლევს. 2020 წლის მონაცემებით, ჰოლოკოსტს გადარჩენილი, დაახლოებით, 200 ადამიანი დღემდე ცოცხალია.
სისასტიკეს გადარჩენილი ადამიანები ამბობენ, რომ წარმოუდგენელია დედამიწაზე ადამიანმა განიცადოს ისეთი ფიზიკური და სულიერი ტკივილი, რომელიც ნაცისტების სისასტიკეს მოჰქონდა ბანაკში.
გადარჩენილები იხსენებენ, რომ ტერიტორიაზე ებრაელები მატარებლებით ჩაყავდათ და ისინი პირდაპირ გადაყავდათ ბანაკის „საბოლოო გამოსასვლელის“ ნაწილში, რომელიც ებრაელი ერის განადგურებას ისახავდა მიზნად.
აუშვიცის ბანაკის გათავისუფლებიდან, მსოფლიოს 60 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ დაეგმო ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის სრული ან ნაწილობრივი უარყოფა. დღემდე არსებობენ ჯგუფები, მათ შორის, ქვეყნებიც, რომლებიც ჰოლოკოსტს, როგორც ისტორიულ მოვლენას უარყოფენ. 
2005 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო  რეზილუცია რომლითაც ასევე განისაზღვრა, რომ ყოველი წლის 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნებოდეს.
12