აშშ-მ მთვარეზე დასაჯდომი მოდული და გარდაცვლილი ადამიანების ფერფლი გაუშვა

5
უახლესმა რაკეტამ ახლახან ფრთები გაშალა 🚀
• დღეს დილით, United Launch Alliance-ის (ULA) რაკეტა Vulcan Centaur-იმ პირველი ფრენა შეასრულა, სახელწოდებით Cert-1.
Space.com-ის თანახმად, რაკეტის თავზე დამაგრებული იყო პიტსბურგში დაფუძნებული Astrobotic-ის მიერ შექმნილი მთვარეზე დასაჯდომი მოდული Peregrine, რომელსაც 20 სხვადასხვა დატვირთვა აქვს.
მის ბორტზე NASA-ს ხუთი სამეცნიერო ინსტრუმენტიცაა, რომლებიც დაჯდომისთანავე დაიწყებენ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირის აღწერას.
თუ მომავალ თვეში მოდული წარმატებით დაეშვება მთვარეზე, როგორც დაგეგმილია, ის გახდება პირველი ამერიკული კოსმოსური ხომალდი, რომელიც მთვარეზე 1972 წლის Apollo 17-ის შემდეგ მოხვდება.
ასევე, მოდულის ბორტზე 6 ქვეყნის (მექსიკა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, სეიშელის კუნძულები და ნეპალი) მასალებია, რაც ამ ქვეყნებს საშუალებას აძლევს პირველად გაგზავნონ თავიანთი მასალები მთვარის ზედაპირზე.
Peregrine-ზე კიდევ ერთი ადგილი უჭირავს კოსმოსური მემორიალების კომპანია Celestis-ის ტვირთს, რომელიც აგზავნის თავისი მომხმარებლების დნმ-სა და კრემირებულ ნაშთებს კოსმოსში - კომპანიის მისიას Tranquility (სიმშვიდე) ეწოდება.
ამრიგად, ბორტზე კომპანიის 66 მომხმარებლის დნმ-ა, რომელთა ნაშთები სამუდამოდ დარჩება მთვარის ზედაპირზე დასაჯდომი მოდულის დაჯდომისთანავე.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის გეგმებისა და ტვირთის შესახებ საჯაროდ იყო ცნობილი გაშვებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე, მთვარეზე ადამიანის ნაშთების დასვენებაზე წინააღმდეგობები ერთი თვის წინ დაიწყო.
21 დეკემბერს, ნავახო ერის პრეზიდენტმა ბუ ნიგრენმა NASA-სა და აშშ-ს სატრანსპორტო დეპარტამენტს (USDOT) წერილი მისწერა, რომელშიც ამბობდა, რომ „ადამიანის ნაშთებისა და სხვა მასალების მთვარეზე დასვენების აქტი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ამ წმინდა სივრცის შეურაცხყოფა“.
Cert-1-ის გაშვებამდე ბრიფინგებსა და ინტერვიუებში, NASA-ს ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს კომერციული კონტრაქტების ძალა და სააგენტოს უუნარობა აკონტროლოს კერძო კომპანიის ქმედებები.
„ეს არ არის NASA-ს მისია“, - განუცხადა ჯოელ კერნსმა, NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის ადმინისტრატორის მოადგილემ, Space.com-ს.
მოდულზე არსებული საინტერესო ტვირთის შესახებ დეტალებს შემდეგ სტატიაში მოგახსენებთ. 🙌🏼
IMAGE: CHANDAN KHANNA/AFP
5