ახალი და განსაცვიფრებელი სურათი გვიჩვენებს მარსის უზარმაზარ ნაპრალს

2
ნაპრალი მზის სისტემის უდიდეს ვულკანთან ახლოს მდებარეობს🌋
✦ მარსის ორბიტაზე მოძრავმა თანამგზავრმა განსაცვიფრებელი ნაპრალი გვაჩვენა და თანაც უპრეცედენტო დეტალებით.
IFLScience-ს თანახმად, ნაპრალი, რომელიც ცნობილია, როგორც Aganippe Fossa, ასტრონომებმა პირველად თითქმის ერთი საუკუნის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ მხოლოდ ახლაა მისი ახლოდან ნახვა შესაძლებელი.
ნაპრალის სიგრძე ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე დაახლოებით 600 კილომეტრია და ირგვლივ კლდეები ამშვენებს.
შედარებისთვის, აშშ-ს გრანდ კანიონი 446 კილომეტრია, თუმცა ჩვენი პლანეტის ყველაზე გრძელი კანიონი, რომელიც მდებარეობს გრენლანდიის ყინულის ფენის ქვეშ, არის 750 კილომეტრი (ერთიდან მეორე ბოლომდე).
ახალი სურათი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) Mars Express-მა გადაიღო, რომელიც წითელი პლანეტის ორბიტაზე 2003 წლიდან იმყოფება.
ESA-ს თანახმად, ამჟამად გაურკვეველია, თუ როგორ წარმოიქმნა აღნიშნული ნაპრალი, თუმცა შესაძლოა ის გაჩნდა მაშინ, როდესაც, მილიონობით წლის წინ, Asia Mons-ის ქვემოდან ამოხეთქა მაგმამ, რამაც გამოიწვია მარსის ზედაპირის დაჭიმვა და ნაპრალის გაჩენა.
IMAGE: ESA/DLR/FU Berlin
2