"ახლა კარგად ვარ და სანერვიულო არაფერია" - ბელა ჰადიდის პირველი განცხადება

9
უკვე რამდენიმე თვეა სუპერ მოდელი, ბელა ჰადიდი დისტანცირდა სოციალური ცხოვებისგან. არ გამოჩენილა მოდის სამყაროს არც ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, არც ინტერვისა თუ სოციალურ ქსელში. 
ინტერნეტ სივრცეში ამასთან დაკავშირებით არა ერთი სპეკულაცია ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მოსაზრება გახდლათ, რომ ბელა ნარკო დამოკიდებულებას ებრძოდა და კომპლექსურ მკურნალობას გადიოდა საავადმყოფოში, სხვები სუპერ მოდელის მენტალურ ჯანმრთელობაზეც საუბრობდნენ. 
გუშინ სუპერ მოდელი პირველად ალაპარაკდა თავის მდგომარეობაზე და ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა - ის ლაიმის დაავადებას ებრძვის. ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ჰადიდს ნაადრევ ასაკშივე დაუსვეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა მდგომარეობა ბოლო თვეებში გაუმწვავდა. 
ბელამ პოსტშივე დაადასტურა, რომ უკვე უკეთ გრძნობს თავს და სანერვიულო აღარაფერია. გთავაზობთ ვრცლად: 
"პატარა მე, რომელიც იტანჯებოდა, ძალიან იამაყებდა ჩემით, რადგან მე არ დავნებდი. მადლიერი ვარ, რომ გვერდით მყავს დედა, რომელიც ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავს, არასდროს მშორდება გვერდიდან და სჯერა ჩემი. ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება და მუშაობა ჩემთვის ძალიან რთული იყო. ვცდილობდი ადამიანებს ჩემ გარშემო ჩემით ეამაყათ, თუმცა ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. თავს საშინლად ვგრძნობდი, მენტალურად და ფიზიკურად, თუმცა ამავე დროს ვგრძნობდი ყველაზე დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას. ერთი რამ, რაც მსურს ყველას ვუთხრა არის ეს: ახლა კარგად ვარ და სანერვიულო არაფერია. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. რომ მომიწიოს იმავე გზის თავიდან გავლა, გავივლი, რადგან მე ამ გზის მეშვეობით ვარ ახლა იქ სადაც ვარ, ისეთი როგორიც ვარ. ცხოვრება უცნაური, მტკივნეული და ამავდროულად ლამაზია, მაგრამ მათ, ვინც ახლა რთულ პერიოდს გადის, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გაივლის. დარჩით ძლიერები, გჯეროდეთ საკუთარი თავის და საკუთარი სიმართლის. ქრონიკული დაავადებით ცხოვრებამ და ტანჯვამ ჩაიარა და ღვთის წყალობით ახლა შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ცხოვრებაში შემიძლია ვიყო ბედნიერი. მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს მენეჯერებს ჯილსა და ჯოზეფს, რომლებიც მიცავენ ყოველ დღე. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ რამდენად გაფასებთ. დავბრუნდები მაშინ, როდესაც მზად ვიქნები. ყველანი ძალიან მენატრებით. ყველანი ძალიან მიყვარხართ."
9