როგორც უკვე ვიცით, ბიონცე უახლესი ალმობი, "Renaissance"-ი 29 ივლისს გამოდის. დღეს, მუსიკოსმა ალბომის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მე-19 საუკუნის ცნობილ ნახატ, ჯონ კოლიერის "ლედი გოდივას" შეადარა.
ლეგენდის თანახმად, ლედი გოდივა მე-11 საუკუნეში, ცხენზე, შიშველი პროეტესტის ნიშნად ავიდა და დემონსტრაციულად შეეწინააღმდეგა თავის მეუღლეს, ლეოფრიკის და მის გეგმებს, რომლებიც ნგლისის კოვენტრის მოქალაქეებისთვის მაღალი გადასახედბის დაწესებას გულისხმობდა.
კოლიერის ნახატი, მხატვრის, რომელიც ასოცირდება პრე-რაფაელიტურ მოძრაობასთან, ამჟამად ინახება "Herbert Art Gallery & Museum"-ში, კოვენტრიში, რომელიც ლედი გოდვიას ამსახველი ნამუშევრების კოლექციას ფლობს.
თავად არტისტსს, ლეიდი გოდივა ან ნახატი არ უხსენებია არც ერთ პრეზენტაციაში, თუმცა მის ინსტაგრამ პოსტის წარწერა თითქოს ეხმიანებოდა ანგლო-საქსური ლეგენდის ზოგიერთ თემას.
"ჩემი განზრახვა იყო შემექმნა უსაფრთხო ადგილი, ადგილი განსჯის გარეშე, სივრცე პერფექციონიზმზე ფიქრის და Overthinking-ის გარეშე, სადაც იყვირებ, გათავისუფლდები და საკუთარ თავს გამოხატავ. ეს იყო უამაზესი მოგზაურობა და ძიება"