დღევანდელ ჩემს სტატიაში ვისუბრებთ და განვიხილავთ რამდენიმე ცნობილი კომპანიის ლოგოებს და გავიგებთ რა იდეა იმალება მათ უკან.ნესბისმიერი კომპანიისთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს ადგილობრივ ან საერთაშორისო წარმატებას საჭიროა ბრენდინგი, ბრენდინგის მთავარი შემადგენელი ნაწილი კი კომპანიის ლოგიებია. მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში: ლოგო აუცილებლად უნდა გვიყვებოდეს ბრენდის ისტორიას, გამოკვეთდეს მის ღირებულებებს და ტრადიციებზე უნდა იყოს მორგებული.დამეთანხმებით რომ, ამდენი კომპონენტის მოქცევა ერთ სურათში (ლოგოში) რთულია, თუმცა სწორედ ამაზე მუშაობენ მარკეტოლოგები, დიზაინერები და ქოფირაითერები.მათი უშრეტი მუშაობის და განათლების წყალობით გვაქვს ლოგოები, რომელბიც უბრალო ფერის წარმოდგენაზეც კი ჩვენში ემოციას იწვევენ. რა გახსენდებათ წითელ ფერზე? მე კოკა-კოლა :)) ყვითელ ფერზე დიდი ხნის განმალობაში ხალხს მაკდონალდსი ახსენდებოდა, მაგრამ მსოფლიოს განივითარებამ და წინსწვალ ეს ტრენდი შეცვალა და ახლა, როგორც მსოფლიო მოსახლეობის უმრალოესობას ყვითელ ფერზე ბიტკოინი და მისი უნიკალური ლოგო გვახსენდება.დღევანდელ სტატიაში განვიხილოთ რამდენიმე კრიპტობირჟის ბრენდინგი და გავიგოთ რა იმალება მათ უკან.
კრიპტობირჟები ლოგოს შედგენისას ისეთ სიმბოლოებს იყენებენ, რომლებიც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. შეიძლება, ეს დოლარის სიმბოლო, ნარინჯისფერი მონეტა ან ოქროსფერი დეტალები იყოს. სწორედ ამიტომ, ეს სიმბოლოები ძირითადად ერთმანეთის მსგავსია და უკვე მხოლოდ ლოგოს შეხედვის შემდეგაც შეგიძლიათ ამოიცნოთ რომ ეს რომელიმე კრიპტობირჟის ლოგოა. მოდით, გადავხედოთ CoinMarketCup-ს და ამოვარჩიოთ რამდენიმე კომპანია. როგორც ყველა სტატიას აქაც შევეცდები ყველასთვის ცნობილი ბაინენსით დავიწყო და მოგიყვეთ მოკლედ და ყველასთვის გასაგებად მისი ლოგოს და ბრენდის ისტორია.
ბაინენსი (Binance)- გეომეტრიული ფიგურები კომპანიის იდენტობის განმსაზღვრელია, სწორედ ამას იყენებს ბაინესი და ამ ფიგურებით კრავს ლოგოს, რაც ხაზს უსვამს მის პროფესიონალიზმს და დაცულობას. მთავარი დეტალი ამ შემთხვევაში ფერია.ლოგოც და წარწერაც არის ყვითელი ფერის, რომელიც ეხმიამენა ბიტკოინის ფერს და შესაბამისად ადამიანი აკავშირებს მასთან. ასევე აღნიშნავენ რომ, ნარინჯისფერი აარჩიეს როგორც ოქორს სიმბოლო.
ქოინბეისი (Coinbase)- საქართველოში ეს ბირჟა ბოლო პერიოდში უფრო ცნობილი გახდა, მიდი ტექნიკური შეცდომის გამო. ამის ირგვლივ ბევრი დაიწერა თუმცა შევეცდები მეც მოგაწოდოთ ინფორმაცია უახლოეს მომავალში, მანამდე კი მისი ლოგო განვიხილოთ.პირველი ოფიციალური ლოგო 2013 წლიდან გვხვდება, ამ შემთხვევაშიც მინიმალისტური ფერია შერჩეული და ვხვდებით ლურჯ ფერს, რომელიც ასოცირდება ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ასევე კვლევების უმრავლესობა ადასტურებს რომ ლურჯი ფერი იწვევს საიმედოობის და უსაფრთხიების განცდას. მათი ამ შეცდომის გამო, რომელიც ზაფხულში მოუვიდათ რთულია ლოგოს ფერმა დაგვაჯეროს რომ ეს ბირჟა უსაფრთხოა, მაგრამ მოდი დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც არის :))
კრაკენი(Kraken) — კრაკენის ლოგო მომხმარებლებს უძველეს დროში აბრუნებს, როდესაც მონსტრები ადამიანებზე ძლიერები იყვნენ :))ლოგო ეხმიანება ძველ დროში არსებული ფიგურების წყობას რითიც კრაკენი ხაზს უსვამს მის ბაზარზე ფუნქციონირების წლების სიდიდეს, გამოცდილებას და დაცულობას.
ვაითბითი(WhiteBIT)- ბოლო პერიოდში მე პირადად ვაითბითის ლოგოს განვითარება განსაკუთრებით მომწონს, ზუსტად ეხმიანება ჩვენს სამყაროში არსებულ მოვლენებს და ხაზს უსვამს მის წარმომავლობას, ეს კომპანა არის უკარინული და ევრიპაში ყველაზე დიდია, სქართველოს ბაზარზეც უკვე შემოდიან და როგორც თვალს ვადევნებ საინტერესო კამპანიებს გეგმავენ. რაც შეეხება ლოგოს, როგორც ინტერნეტში ვეცნობით ბრენიდნგი რამდენიმე კვირის წინ გაატარეს და ლოგო უფრო ძლიერი და უშიშარი გახადეს (ომიდან გამომდინარე), რამდენიმე დღის წინ კი უკრაინელების გამარჯვებამ ხერსონში ის დროებით კვლავ შეცვალა და ხერსონის სიმბოლო საზამთროდ გადაიქცა, ვნახოთ ორივე:
ეს ხარი რქებზე უკრაინის დროშის ფერებით, რომელიც მის სიძლიერეზე ამახვილებს ყურადღებას.
აქ კი ვხედავთ საზამთროს ფერებს, რაც ხერსონში უკრაინის გამარჯვებას უკავშირდება.
შევეცადე, მოკლედ მომეყოლა და გადმომეცა ინფორმაცია თუ რაოდენ საჭიროა ბრენდისთვის ლოგო. ის უნდა გვიყვებოდეს ამბავს და გვაწვდიეს კომპანიაზე ინფორმაციას. მე ვაითბითის და კრაკენის ლოგოებს გამოვარჩევდი, თქვენ რომელი მოგეწონათ?
თქვენი მეგობარი კრიპტო სამყაროში: @Sandra.R