გამოფენა "ლურჯი ნაპირი"

10
12 ნოემბერს, მწერალთა სახლში,  ვიყავი ცისია კილაძის გამოფენაზე. ცისია კილაძე ახალგაზრდა, ქართველი თვითნასწავლი  მხატვარია, პროფესიით კი ხელოვნებათმცოდნეა.
ექსპოზიციის სახელწოდება „ლურჯი ნაპირია“ . გამოფენა იყო ზღაპრული. ნამუშევრებში თბილი ფერები და კერძოდ ლურჯი დომინირებდა. წარმოდგენილი იყო პანდემიის დროს შექმნილი ოცდაათამდე ნახატი.  თითქოს ყოველი ნამუშევარი სხვადასხვა  ისტორიას მოგვითხრობდა და განსხვავებული თემატიკის იყო. თუმცა, საბოლოოდ ყველა მათგანი ერთ გრძნობას აღძრავდა სტუმარში და ერთ კონცეფციას ეფუძნებოდა.  გამოფენაზე ჭარბობს ნავსადგურებისა და გემების თემა. წარმოდგენილია აგრეთვე დოღი, ცხოველები და უბრალოდ ადამიანთა ურთიერთობა. მთლიანობაში გამოფენა  ასახავს გადაადგილებას, მოძრაობას და ზოგადად შინაგან პროცესებს.
მწერალთა სახლი 20 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს ამ არაჩვეულებრივ, ნიჭიერ მხატვარს და მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ და თავად იხილონ მისი არაორდინალური ნამუშევრები.
10