1 მარტს, 12:00 დან 18:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, UK Bridge-ის ყოველწლიური ღონისძიება განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025 ჩატარდება.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ UK Bridge - ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge გთავაზობთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია, ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვ.
UK Bridge - ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.
სპეციალურად გამოფენის სტუმრებისთვის, შერჩეულ პროგრამებზე, გთავაზობთ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს და შეთავაზებებს.