"გარდაქმნა" - გურამ წიბახაშვილი და სანდრო ფაჩუაშვილი

8
8 ივლისს, 19:00 საათზე გორის ხელოვნების სახლში გაიხსნება გურამ წიბახაშვილისა და სანდრო ფაჩუაშვილის გამოფენა "გარდაქმნა".
გამოფენა აერთიანებს ორი არტისტის ნამუშევრებს, სადაც ასახულია საბჭოთა ისტორიისა და თანამედროვე ვიზუალური ენის შერწყმა. წარსულში შექმნილ ფორმათა გარდაქმნა ამ ნამუშევრებში სრულიად ახალ შინაარსს იძენს.
"ტოტალური კონტროლი და ცენზურა საბჭოთა სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რის მეშვეობითაც იქმნებოდა საბჭოთა იდეალიზმისთვის დამახასიათებელი ნიმუშები და კერპების ჰეროიკული სახეები. ეს ნამუშევრები საზოგადოებისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო და ამასთანავე, დიდი ზეგავლენაც მოეხდინა."
დღესდღეობით საბჭოთა მემკვიდრეობის შესწავლა და გადააზრება სხვადასხვა გზით ხდება. გამოფენის ავტორები წარსულის გადაფასებას ვიზუალური ენის მეშვეობით ახერხებენ. საბჭოთა კერპების, ფორმების, არსებული იდეალების დაშლითა და გადაწერით, შერეული ტექნიკისთვის და პოპ-არტისთვის დამახასიათებელი მხატვრული აქცენტით, სრულიად ახალ ნამუშევრებს ქმნიან.
გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით.
8