ჩემი და გია გვასალიას თანაავტორობით გამოიცა გზამკვლევი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში.
გზამკვლევში გადმოცემულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის (ოსს) მოკლე ისტორია, მიმოხილულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონმდებლობის განვითარება საქართველოში და თავმოყრილია ამ სპეციფიკური საქმიანობის მარეგულირებელი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები.
განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისათვის ჩემს მეგობრებს: სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას, სდსს ვეტერანთა კავშირის წევრებსა და საქართველოს სისხლის სამართლის ადვოკატთა ლიგის წევრ-ადვოკატებს, ასევე, მადლობა გამომცემლობა მერიდიანი თანამშრომლობისათვის...