გიორგი ბალახაშვილის პოეზია

ByArt infoItaly
12
HELLADOS
ახლა ტუჩებზე ენაცვლება ყავას ვანილის
სიგარის გემო, კონიაკიც გადაკრავს ტუჩებს,
სანაპიროსთან გელოდები, ვით მემწვანილე,
ბერძენი ბიჭი, ჩხუბისთავი, ყოჩი და ურჩი.
მე, ვენეციის გზატკეცილზე, ჩალბაშის პირას,
მამასთან ერთად გავიზარდე, ჩემი ჩოკინა
რძესა და მაწონს დაატარებს საღამოს, დილას,
მე ვარ ამ უბნის დიქტატორი, გესმის, მოკრივეც!
არ მეშინია მთელი ძალით ზღვა რომ ღელავდეს,
მე შემიძლია ზღვის ტალღებთან დიდხანს თამაში,
ჩემი სვირინგი სამშობლოა ანუ HELLADOS,
წასვლა არ მინდა, დამიჯერე, მაგრამ მამაჩემს,
აზრს ვერაფერი ვერ შეუცვლის, სამი დღის შემდეგ,
საბერძნეთიდან გემი მოვა სოხუმის პორტში,
ჩემი სამშობლო სოხუმია, კურლიკა, ფემა,
ჩალბაში, კოკა, გზატკეცილი და თითქოს მორჩა,
მერე კი ისევ გააგრძელა, ჰო, შენ და მიდა-
წარმოთქვა ჩუმად, ეს სახელი პირველად დასცდა,
მე არსად წავალ, რომ შემეძლოს, სოხუმში მინდა,
ბოლოს სიჩუმემ გადაფარა სიტყვების დასტა.
„პოსეიდონი" მიაპობდა შავი ზღვის ტალღებს,
პორტში ორკესტრი ირეოდა, გემის მორიგეც,
მე, ვენეციის გზატკეცილზე დავეშვი თავქვე
და მესამე დღეს ვიღაც ბიჭი ზღვამ გამორიყა,
როცა სილაზე გამოიტანეს მებადურებმა,
სახეწაშლილი, თხელი ბიჭი, ვერავინ იცნო,
მკერდზე HELLADOS წავიკითხე-უბედურება
და შეშლილივით შინ გავვარდი, დეიდა ნინა...
დეიდა ნინა, იანგული დაბრუნდა, იცი?!
***
თითქოს შაბათივით გამაკვირე.
დიდი ვერაფერი. დამიჯერე.
წყალსაც წაუღია სელენჯერი.
მოდი, სხვა რაღაცით გამაკვირე.
ახლა ზაფხულია-უწვიმებო.
მოდი, ჩავირბინოთ მდინარესთან.
ვდგები-ჯვარედინთან დილემათა.
მაჯა დაგიკოცნო თუ წვივები?
ზღვაც თუ კოვზისაგან დაილია.
შენც თუ ამ ზღავასავით დაილევი.
წყალსაც წაუღია გალილეო.
კაპერნაუმი და გალილეა.
***
სასაცილოა, მაშინებენ ჩემი წარსულით, სასაცილოა, რადგან მაშინ ერთად ვცოდავდით, სასაცილოა, რაც დავიწყეთ, მე დავასრულე, სასაცილოა, სატირალიც არის ცოტათი.სასაცილოა, გამოვლილი დღეების ქექვა, სასაცილოა, მომავალზე ყოველი ფიქრი, სასაცილოა, რაც აქამდე მინდოდა მეთქვა, სასაცილოა, ამის მერე რაც უნდა ითქვას.სასაცილოა ყველაფერი, ტკივილის გარდა, სასაცილოა, რომ წავედი და ვერ მპატიობ, სასაცილოა-გაუფრთხილდე ლაზიერს, გარდე, სასაცილოა ჩემი ყოფა და სიმარტოვე.სასაცილოა ყველაფერი, შეხვედრის ჩათვლით, სასაცილოა ტეხურასთან, ლისთან, ნილოსთან...სასაცილოა, ერთ ღამესაც უჩემოდ ჩათვლემ, სასაცილოა, დამივიწყე, სასაცილოა.სასაცილოა, დამიჯერე, ყველაფერს მოვრჩი.
***
ძვირფასო კატონ, კართაგენი უნდა დაინგრეს, პუნიკურ ომებს უსათუოდ მოვუღოთ ბოლო, გადავწვათ რომი და ნერონი დაწერს კალიგრამს, რომიც დავლიოთ, ცას ეწიოს ფერფლი და ბოლი.ძვირფასო კატონ, ყურმოჭრილო მონავ კეისრის, იქნებ გადახნულ კართაგენში ვთესოთ მარილი?წავართვათ ფლოტი, სპილოები, ყველა მეისრე, ბოლოს აფრიკაც გამოვტაცოთ თავხედ ჰანიბალს!ძვირფასო კატონ, სციპიონი შეხვდეს ზამასთან-გალებს-უბადრუკთ, მომთაბარე და ველურ კელტებს, ნუმიდიელთა ფიქრი ნუ გაქვს, გწამდეს ღალატის, ზურგს შეაქცევენ ბრიყვ ჰანიბალს, მოწმეა ღმერთი!ძვირფასო კატონ, რაღას უცდი, დროა მოხიკო, რომის უძლევი იმპერიის ვეება ჯარიდა სიცილია დაიბრუნო, მერე კორსიკაც, ძვირფასო კატონ, დამიჯერე, ტყუილად ჯავრობ, ადრე თუ გვიან, კართაგენი უნდა დაინგრეს.
***
რა სიმშვიდეა სიტყვებს მიღმა. მარადიულიქალაქის ცენტრში სადგურია. ხალხი. ბაქანი.მატარებელიც მალე გავა-თეთრი მაქმანიდა საღამომდე დღე იქცევა ნარატივებად.შემოდგომაა. ყანჩელია. სრული სიყვითლე.თბილისში. რომში. ახლა უკვე-ფროსინონემდე.და მერე უკან. რომისაკენ. მშვიდად. მომენდე.მე არსად წავალ. გამგზავრება გადავიფიქრე.გწერ და ფანჯრიდან ირხევიან მწვანე ნაძვები.თითქოს წიწვებში იმალავენ უძარღვო ფოთლებს-ცრუ აკაციის. ხმელი არყის, ნაძვი რომ მორთოსაყურეებით. შეეფაკლათ ნაძვებს-ღაწვები.მარტო ვარ, ისევ თავს ვიმშვიდებ, ხვედრია ალბათ, გყავდეს ათასი მეგობარი და იყო მარტო.ამოვალაგე ჩრჩილის საზრდოდ ნაგდები მანტო.მძიმე საბანი-დათბილული მსუბუქი ბამბით.ღვინობისთვიდან გადანახულ კანაფს ვეწევი.ვერ მივატოვე. არც მიცდია. ვის რას ვუშავებ?არ გამოდგება არასოდეს ჩემგან გუშაგი, ვგრძნობ, აივანიც თავისთავად როგორ ირწევა.რა სიმშვიდეა რწევის მიღმა. მარადიულიქალაქის ცენტრში სადგურია. ხალხი. ბაქანი.მატარებელიც მალე გავა-თეთრი მაქმანიდა საღამომდე დღე იქცევა ნარატივებად.
***
მეძავი
ოდესღაც მიყვარდა. ამ ხელებს-უტიფართ,საჭრეთლით ჭადარზე სახელი უტვიფრავთ.არ მსურდა ვინმესთვის სახელის გამხელა.ათასჯერ გავხელდი.ვინ იცის, იქნება ტიროდა ჭადარი?ვინ იცის, იქნება ჭადარსაც სტკიოდა?ტყე იყო მეჩხერი. რუები-პატარა.რუხი მიკიოტი.არ მქონდა სახელის გამხელის უფლება.დავმარხე ხსოვნაში შეხვედრა მეძავთან.და იწვნენ ორსული ქალივით ღრუბლები.არავის ვეძახდი.წავშალე სახე და თითები. ქერა თმა.ამბორი. ტუჩები-მოთხვრილი პინოთი.დავმარხე ხსოვნაში. სახელი ვერ დავთმე.ჭადარი ტიროდა.და იწვნენ ორსული ქალივით ღრუბლები.ჭადარზე დავტოვე სახელი. ტვიფარი.არ მქონდა სახელის გამხელის უფლება.ოდესღაც მიყვარდა.
***
თბილისი. საღამო. მტკვრისპირასიცივე. ხმაური. მეტეხი.ორივე ჯიუტი. უტეხი-ვჩერდებით ერთურთის პირისპირ.ხანდახან კარგია სიყალბეც.სიტყვები-მჩატე და ლიტონი.ჯანდაბას ყოველი რიტორი.ჯანდაბას ყოველი იდალგო.ხანდახან თამაშიც კარგია.მიმების. ვალუტის. ბრიჯისაც.ხანდახან კარგია ბრინჯაოც.ხანდახან ოქროც კი არ გარგებს.სიჩუმე კარგია ხანგრძლივად.მეტეხთან-მტვერში და ხმაურში.დარდიც არსაითკენ გავუშვათ.მინდვრად მობნეული ანწლივით.ღამეც-მლიქვნელების მსახური.ღამე ფლირტების და რომანთა.ყველა საიდუმლო მომანდე.მერე ანგარიშიც დავხუროთ.თბილისი. საღამო. მტკვრისპირასიცივე. ხმაური. მეტეხი.ორივე ჯიუტი. უტეხი-ვჩერდებით ერთურთის პირისპირ.
***
ByArt infoItaly
12